კონტრკულტურა

კონტრკულტურას ხშირად ალტერნატიულ კულტურას უწოდებენ, რითაც აღინიშნება სუბკულტურის ის ფორმა, ანუ ღირებულებებისა და ნორმების ის სისტემა, რომელიც არათუ განსხვავდება გაბატონებული კულტურისაგან, არამედ უპირისპირდება კიდეც მას. კონტრკულტურა შეიძლება შეიქმნას საერთო ინტერესების ან სოციალური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია იმისაგან, რასაც საზოგადოების უმრავლესობა „ჩვეულებრივად“ ან „ნორმალურად“ მიიჩნევს. განსაზღვრული კონტრკულტურის არსებობას პროცესუალური და კონტექსტუალური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაპირისპირება გაბატონებულ კულტურასთან შეიძლება შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს კიდეც. კონტრკულტურა ხშირად ასოცირდება ისეთ ალტერნატიულ კულტურასთან, როგორიც იყო ჰიპების მოძრაობა XX ს–ის 60-იან წლებში, თუმცა, იგი შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური პრინციპების გარშემოც, როგორიცაა, მაგალითად, მწვანეთა მოძრაობა.






პორტ-ჰურონის დეკლარაცია (1962) იყო ,,სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისათვის "პოლიტიკური მანიფესტი, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ აქტივისტს ტომ ჰეიდენს, როგორც თანამედროვე საზოგადოების გადარჩენის გზა დესტრუქციული მილიტარიზმისა და კულტურული გაუცხოვების საპირწონედ. 


გამოყენებული ლიტერატურა:

ლექსიკონი ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში. 2016, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი





Popular Posts