სესილი ჩიკაშუა

ჩვენ მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ თანამედროვე სამყარო მრავალფეროვანია.მრავალფეროვან სამყაროში,ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები აღიარებენ თითოეული ადამიანის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას , ეს კი დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.მრავალფეროვანი გარემოს ცნება დაკავშირებულია ადამიანთა თანასწორობის აღიარებასთან. დღეს თანასწორობა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად მიიჩნევა, თუმცა საუკუნეების მანძილზე განსხვავებული ადამიანების დევნა , მასობრივი განადგურება, სისხლისმღვრელი ომების გაჩაღება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ადამიანებს დევნიდნენ, იძულებით ამუშავებდნენ და სხვადასხვა სასტიკი მეთოდით უსწორდებოდნენ მხოლოდ იმის გამო რომ ისინი განსხვავდებოდნენ რაიმე ნიშნით სხვებისგანადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან რასის , კანის ფერის , ენის , სქესის , რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა თუ სხვა ნიშნით. აქვთ განსხვავებული შეხედულებები , ღირებულებები , ტრადიციები , ქცევის წესები და ა.შ. გარემოს, სადაც მთელი საზოგადოება, მათ შორის ყველა უმცირესობათა ჯგუფი თანაბრად მონაწილეობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგვიძლია მრავალფეროვანი გარემო ვუწოდოთ.რასობრივად და ეთნიკურად მრავალფეროვანია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც სხვადასხვა რასისა და ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობაა დასახლებული , რომელთაგანაც ერთი რასა ან ეთნოსი შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას, თუმცა საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს სხვა ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობას როგორც თანასწორს. რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მსოფლიში არსებული თითქმის ყველა რასისა და ეთნიკური კუთვნილების ადამიანები ცხოვრობენ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.მრავალფეროვნება ეფუძნება ფაქტს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები აღიარებენ თითოეული ადამიანის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას , სამყარო მრავალფეროვანია და სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია მისი ხიბლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ყოველდღიურობა მოსაწყენ არსებობად გადაიქცეოდა. ფერების სიმბოლიკა სხვადასხვა კულტურაში . ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია.ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია წითელი, ჩრდ. ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების (stop signal), საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში.ამავდროულად წითელი სიყ არულის სიმბოლოცა არის.თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია.სხვადასხვა კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ სიმბოლოდ მიიჩნევენ, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი). თეთრი ასევე სიწმინდის ფერია,სწორედ ამიტომაა რომ თეთრ ფერში გამოსახავენ ანგელოზებს და წმინდანებს. თეთრი ნეიტრალიტეტსაც ნიშნავს, როდესაც მტერს ბარდებიან, ადამიანები ნიშნად მათი ნეიტრალური პოზიციისა, მაღლა წევენ თეთრი ფერის დროშებს, ამ თეთრი ფერის ნაჭრებს იმაგრებენ მკლავებზე, იკრავენ თავზე.შეიძლება ითქვას ,რომ თეთრი სიმბოლოა, უდანაშაულობისა და უბრალოების. შავი ფერი კი ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. მიუხედავად მისი ამ დიდი უარყოფითი დატვირთვისა, შავი ფერი ამავდროულად ასოცირდება ჭკუასთან, გონებასთან, საზრიანობასთან, გონებამახვილობასთან. შავი ფერის, სპეციალურ ტანისამოსს იცმევენ სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების და დიპლომების აღების დღეს. შავი ხშირად ასოცირირდება ღამესთან, ბნელთან, გამოუცნობთან, მისტიკასთან და ბოროტებასთან. შავ ფერს ხშირად იყენებენ ბოროტისა და კეთილის ჭიდილისას. შავი შეიძლება ოყოს ანარქიაა, ქაოსი ,ღრმა და უკიდეგანო წუხილი.ამავდროულად ელეგანტურობის, ძლიერების, სიმდიდრის, მისტიურობის, სტილის ნიშანიც არის. ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა პოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რალიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში. სხვადასხვა ფერი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.

Popular Posts