მრავალფეროვანი მსოფლიო

თანამედროვე მსოფლიო კულტურული მრავალფეროვნებით ხასიათდება. თავდაპირველად კულტურა ერთგვარ კულტივაციასთან - ადამიანის ბუნებაში ჩარევასთან- იგივდებოდა, თუმცა, კულტურა გაცილებით რთული , კომპლექსური ფენომენია, რომელიც მოიცავს ენას, რელიგიას, ხელოვნებას,მეცნიერებას, გენდერს,დროის წყობას, კომუნიკაციის ნიმუშებს, სამართლიანობის ცნებას, თამაშებს,მითებს და ა.შ. კულტურის ეს მახასიათებლები,ერთი მხრივ, საზოგადოებების/კულტურების განსხვავებულობის საფუძველია, თუმცა, განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს შეიძლება საერთო ნიშან-თვისებები ჰქონდეთ. მაგალითად: სიხარულისა და მწუხარების, სიყვარულისა და სიძულვილის, ტკივილისა და თანადგომის განცდა. ,,კულტურული მსგავსებები და განსხვავებანი ერთი მედლის ორი მხარეა.კულტურა, რომელიც მოიცავს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, საზოგადოებებს შორის მსავსებისა და განსხვავების საფუძველია.“ საზოგადოებების/კულტურების განსხვავებულობა-მსგავსება განსაკუთრებით შესამჩნევი გახადა გლობალიზაციის პროცესმა, რომელიც შესაძლებელს ხდის გეოგრაფიულად დაახლოვოს შორეული კონტინენტებიც კი. 


კულტურული მრავალფეროვნება: კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობა 

კულტურის ფორმა იცვლება დროსა და სივრცეში. ამგვარი მრავალფეროვნება ვლინდება კაცობრიობის შემადგენელი ჯგუფებისა და საზოგადოებების უნიკალურობასა და მრავალგვარობაში. კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს ურთიერთგაზიარების, ნოვატორობისა და და შემოქმედების წყაროს, იგი, ისევე აუცილებელია კაცობრიობისათვის, როგორც ბიომრავალფეროვნება ‐ ბუნებისათვის. ამ თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას. 

კულტურული მრავალფეროვნება, როგორც განვითარების ფაქტორი

კულტურული მრავალფეროვნება აფართოებს არჩევნის შესაძლებლობებს, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია; ის განვითარების ერთ‐ერთი საფუძველია, და არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არამედ ის წარმოადგენს საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სრულყოფილ ინტელექტუალურ, ემოციურ, მორალურ და სულიერ არსებობას.



კულტურული მეკვიდრეობა, როგორც შემოქმედების წყარო 
კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს შემოქმედების წყაროს.შემოქმედებას საფუძვლად უდევს კულტურული ტრადიციები, მაგრამ ის განვითარებას აღწევს სხვა კულტურებთან კავშირში. სწორედ ამიტომ,კაცობრიობის გამოცდილებისა და მისწრაფებების ამსახველი მემკვიდრეობის, ყველა მისი ფორმის, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა ხელსაყრელ პირობებს ქმნის შემოქმედების მრავალფეროვნებისა და კულტურათა შორის დიალოგის დაწყებისათვის. 

კულტურული მრავალფეროვნებიდან კულტურული პლურალიზმისაკენ ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ადამიანებსა და პლურალული, მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული იდენტობის მქონე ჯგუფებს შორის ჰარმონიული ურთიერთქმედება, ასევე მათი მისწრაფება თანაცხოვრებისკენ. პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ყველა მოქალაქის ჩართულობას და მონაწილეობას, სოციალური ერთიანობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობისა და მშვიდობის გარანტიაა. ამ თვალსაზრისით, კულტურული პლურალიზმი წარმოადგენს პოლიტიკურ პასუხს კულტურული მრავალფეროვნების რეალიებზე. კულტურული პლურალიზმი, რომელიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, საუკეთესო პირობებს ქმნის კულტურული გაცვლებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც საზოგადოების მასაზრდოებელი რესურსია.



ინტერნეტ-რესურსები:








Popular Posts