კულტურის აისბერგის მოდელი
კულტურის ანალიზისათვის გამოიყენება აისბერგის მოდელი. „აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურას აქვს თავისი ხილვადი და უხილავი მხარე. ხილვადია:არქიტექტურა, ხელოვნება, სამზარეულო, მუსიკა, ენა და ა.შ., ხოლო კულტურის ფუნდამენტური ნაწილის დანახვა შედარებით რთულია. უხილავია იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც ერთ კულტურას ქმნიან, ის ნორმები, ფასეულობები და შეხედულებები სივრცის, ბუნების და დროის შესახებ, რომლებსაც ერთი კულტურის წარმომადგენლები იზიარებენ. აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურის ხილვადი ელემენტები უხილავი ნაწილის გამოხატულებაა. ეს მოდელი გვთავაზობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის წარმოშობილი გაუგებრობების მიზეზების ახსნას. ჩვენ შესაძლოა ვიცნობდეთ აისებრგის ხილულ ელემენტებს, თუმცა, ამა თუ იმ კულტურასთან შეხვედრის საწყის ეტაპზე, ვერ შევიცნობთ აისბერგის ფუნდამენტის ელემენტებს, რომლებიდანაც ხილული ნაწილი მომდინარეობს.