სოციალიზაცია
სოციალიზაცია არის კულტურული ნორმებისა და ღირებულებების შეთვისების პროცესი.სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება ინდივიდის მსოფლმხედველობა და შეხედულებები. სოციალიზაცია იწყება დაბადებიდან და გრძლედება მთელი სიცოცხლის მანძილზე, მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად ინდივიდი იძენს ახალ-ახალ სოციალურ როლებს. გამოყოფენ სოციალიზაციის ორ ზოგად ტიპს: ფორმალური და არაფორმალური სოციალიზაცია. ფორმალური სოციალიზაციია მიმდინარეობს სააღმზრდელო დაწესებულებებში-სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტი.ხოლო არაფორმალური სოციალიზაცია არაფორმალურ გარემოში, მაგ. ოჯახში, სადაც ბავშვი უფროსების წაბაძვით იძენს სოციალურ როლებს. მშობლები, მეგობრები, მწვრთნელები და სხვა ადამიანები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ჩვენ ავითვისოთ სოციალური როლები და ვესწრაფოთ მათ აღსრულებას ცხოვრებაში. ინსტიტუტებს, ცალკეულ ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალიზაციას, სოციალიზაციის აგენტებად იწოდებიან. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა, მაგრამ განსაზღვრულ ეტაპებზე სხვადასხვა აგენტები ასრულებენ განსაკუთრებულ როლს.