მრავალფეროვანი მსოფლიო
თანამედროვე მსოფლიო კულტურული მრავალფეროვნებით ხასიათდება. თავდაპირველად კულტურა ერთგვარ კულტივაციასთან - ადამიანის ბუნებაში ჩარევასთან- იგივდებოდა, თუმცა, კულტურა გაცილებით რთული , კომპლექსური ფენომენია, რომელიც მოიცავს ენას, რელიგიას, ხელოვნებას,მეცნიერებას, გენდერს,დროის წყობას, კომუნიკაციის ნიმუშებს, სამართლიანობის ცნებას, თამაშებს,მითებს და ა.შ. კულტურის ეს მახასიათებლები,ერთი მხრივ, საზოგადოებების/კულტურების განსხვავებულობის საფუძველია, თუმცა, განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს შეიძლება საერთო ნიშან-თვისებები ჰქონდეთ. მაგალითად: სიხარულისა და მწუხარების, სიყვარულისა და სიძულვილის, ტკივილისა და თანადგომის განცდა. ,,კულტურული მსგავსებები და განსხვავებანი ერთი მედლის ორი მხარეა.კულტურა, რომელიც მოიცავს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, საზოგადოებებს შორის მსავსებისა და განსხვავების საფუძველია.“ საზოგადოებების/კულტურების განსხვავებულობა-მსგავსება განსაკუთრებით შესამჩნევი გახადა გლობალიზაციის პროცესმა, რომელიც შესაძლებელს ხდის გეოგრაფიულად დაახლოვოს შორეული კონტინენტებიც კი....